საცხენოსნო ტურები საქართველოში

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ჩვენი ასოციაციის „Horse Tours Georgia”-ს წევრების მიერ ორგანიზებულ საცხენოსნო ტურებზე. ასოციაცია წარმოადგენს ცხენების მფლობელთა პირველ ქართულ რეგისტრირებულ ჯგუფს, რომელიც აწყობს საცხენოსნო ტურებს პროფესიონალურ დონეზე. ჩვენი წევრები საკუთარ საქმიანობაში იყენებენ სათანადო ცხენებსა და ევროპული სტანდარტების შესაბამის უსაფრთხო აღჭურვილობას. 2013 წელს ყველა ჩვენთაგანმა გაიარა უმაღლესი კლასის პოლონელი ინსტრუქტორების მიერ წარმართულ სპეციალიზებული გადამზადება.

ჩვენი ჯგუფი საქმიანობას წარმართავს ტურისტული ღირშესანიშნაობებით ერთ-ერთ გამორჩეულ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტებით დაარსებული პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში, რომელიც 1995 წელს დაარსდა WWF-ისა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით.

გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის საცხენოსნო ტურებს, ცხენზე ჯირითის შესწავლას კავკასიურ სტილში, ვუზრუნველვყოფთ ასევე საცხენოსნო ტურიზმთან დაკავშირებულ უამრავ სხვა გასართობს წელიწადის ყველა დროს. საქმიანობას წარვმართავთ ბაკურიანის, ბორჯომის, ქვაბისხევისა და აწყურის მიმდებარე ტერიტორიებზე.

გეპატიჟებით გაეცნოთ ჩვენი წევრების მიერ მოცემულ დეტალურ შემოთავაზებებს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში.