აწყური

აწყური, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზღვის დონიდან 900 მეტრზე. თავისი მდებარეობით იგი ოდითგანვე ცნობილია როგორც საქართველოს სტრატეგიული ქალაქი. ისტორიული წყაროების მიხედვით დაბა აწყური ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში არსებობდა. ჰაგიოგრაფიულ წყაროებზე დაყრდნობით VIII-IX საუკუნეებში აწყურში უკვე არსებობდა საეპისკოპოსო ტაძარი, რომელიც მოგვიანებთ სამცხის რეგიონისსაეკლესიო ცენტრი გახდა.

აწყურში შესაძლებელია მრავალი ისტორიული ძეგლის, ციხესიმაგრისა და ტაძრის მონახულება. ამისათვის ორგანიზება უკეთდება საცხენოსნო ტურებს, რომლებიც კლიენტის სურვილის მიხედვით შესაძლებელია იყოს როგორც საათობრივი, ასევე რამდენიმე დღიანი. აწყურს აგრეთვე ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტულ მარშუტებზე საცხენოსნო ტურის მოწყობით შესაძლებლობა გეძლევათ სიამოვნება მიიღოთ აწყურისათვის დამახასიათებელი კლიმატით და იხილოთ პირვანდელი სახით შემონახული ბუნება.

დათო მაისურაძე

ქვაბისხევი
სამუშაო ენები: ქართული
ტელ: +995 557 231 722
გთავაზობთ საცხენოსნო ტურებს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში, #6 ნაკვალევის ბილიკზე და ქვაბისხევის ხეობაში, შესაძლებელია 1 დან რამდენიმე დღემდე საცხენოსნო ტურები სამეცხვარეოს მთაზე, ლომის მთაზე და მრავალი ისტორიული,საეკლესიო ძეგლების მონახულებას. გარდა ამისა ტურისტს საშუალება ეძლევა აირჩიოს მისთვის სასურველი ტურისტული მარშრუტი. მსურველებს შეასწავლის ცხენზე ჯირითს კავკასიურ სტილში. გარდა ამისა მომსახურებაში შედის ტურები კვადროციკლებით. აგრეთვე დააბინავებს კლიენტებს საკუთარ საოჯახო სასტუმროში.

ნუგზარ აიწურაძე

აწყური
სამუშაო ენები: ქართული, რუსული
Tel.: +995 555 259 355, +995 551 916 237
www.nickandgeorge.ge
გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში. გთავაზობთ საცხენოსნო და საავტომობილო ტურებს. საცხენოსნო ტურის მოწყობა შესაძლებელია ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის #2 და #3 მარშუტებზე. მომსახურებაში შედის აგრეთვე ტურისტების დაბინავება საკუთარ სასტუმროში. მოემსახურება საცხენოსნო ტურებს 1-7 კაცამდე შემადგენლობით. თავშესაფარს სთავაზობს ჯგუფებს ოც კაცამდე შემადგენლობით.

მერაბ მუმლაძე

ქ. ახალციხე, დაბა აწყური
სამუშაო ენები: ქართული, რუსული
ტელ: +995 592 946 533
სპეციალისტი საცხენოსნი ტურიზმში მრავალწლიანი გამოცდილებით. ორგანიზებას უწევს ტურებს და ემსახურება ჯგუფებს შემადგენლობით 7 კაცამდე. აგრეთვე ეხმარება კლიენტებს დაბინავებაში.

ტურების ღირებულება:

1 სთ - 25 ლარი
1 დღე - 60 ლარი