ბაკურიანი

ბაკურიანი ცნობილი სათხილამურო კურორტია სამხრეთ საქართველოში, მდებარეობს მთებში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. რელიეფისა და მიკროკლიმატის წყალობით კურორტს გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან ცხენების მეშვეობით ამ ულამაზესი რეგიონის მონახულებაში წელიწადის ნებისმიერ დროს.

თქვენივე სურვილის მიხედვით ორგანიზებას ვუკეთებთ ექსკურსიებს ბაკურიანსა და მიმდებარე ტერიტორიებში. გთავაზობთ ცხენებით გასეირნებას სხავადასხვა სირთულის ტერიტორიებზე, ასევე გასეირნებას ეტლითა და ციგებით. მოსახერხებელი ტერიტორიისა და ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით ორგანიზებას ვუწევთ უსაფრთხო ტურებს ბავშვებისათვის.

ტურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლიენტის სურვილზე, შესაძლებელია გრძელდებოდეს რამოდენიმე საათი ან რამოდენიმე დღე. ჩვენს სპეციალიზაციას წარმოადგენს ცხენზე ჯირითის შესწავლა კავკასიურ სტილში. ვემსახურებით ჯგუფებს 8 კაცამდე შემადგენლობით.

ტურები:

ტურები სფეროში ბაკურიანი (1 დრო - 2 დღე)

ასოციაციის წევრები

კოტე ხაჩატურიანი

დაბა ბაკურიანი
სამუშაო ენები: ქართული, რუსული
ტელ: +995 593 120 289
გთავაზობთ სანახაობებით აღსავსე ხანმოკლე საოჯახო ტურებს მშობლებისა და ბავშვებისათვის და რამოდენიმე დღიან, ექსტრემალურ, თავგადასავლებით სავსე ტურებს ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისათვის. გეპატიჟებათ აგრეთვე ტურებზე ეტლით ან ციგით ზამთარში. შეასწავლის ცხენზე ჯირითს კავკასიურ სტილში. ემსახურება ჯგუფებს მაქსიმუმ რვა კაციანი შემადგენლობით და ვიზიტორებს დახმარებას უწევს საცხოვრებლის მოძიებაში.

ირაკლი წურიაშვილი

დაბა ბაკურიანი
სამუშაო ენები: ქართული, რუსული
ტელ: +995 551 865 019
გააჩნია საცხენოსნო ტურიზმში მრავალწლიანი გამოცდილება. ორგანიზებას უწევს რამოდენიმე დღიან ტურებს. გთავაზობთ გასეირნებას ეტლითა და ციგებით ზამთარში. ემსახურება მაქსიმუმ რვა კაციან ჯგუფებს და დახმარებას უწევს დაბინავებაში.

ტურების ღირებულება:

1 სთ - 25 ლარი
1 დღე - 100 ლარი