ბორჯომი

ერთ-ერთი ცნობილი საკურორტო ქალაქია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიასა და ევროპაშიც. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე, თრიალეთისა და მესხეთის ქედის კალთებზე. ბორჯომის ხეობაში ჩამოედინება ამიერ კავკასიაში უდიდესი მდინარე მტკვარი. ქალაქს ესაზრვრება ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.

კურორტი გამოირჩევა მრავალფეროვანი და უნიკალური ბუნებით. რეგიონის უმეტესი ნაწილი მთიანია და ტყით არის დაფარული. რეგიონში მრავლადაა ჯანმრთელობისთვის უნიკალური თვისებების მქონე მინერალური წყლების წყაროები.

საცხენოსნო ტურები ხორციელდება ტურისტულ მარშრუტებზე – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც შენარჩუნებული და დაცულია ბუნების პირვანდელი სახე. ტურებს ემსახურებიან გამოცდილი სპეციალისტები.

ტურები:

1. ბორჯომის შემოგარენი (1 დღე)
2. ბორჯომის შემოგარენი (1 დღე)
3. ბორჯომის შემოგარენი (1 დღე)
4. ჭობისხევი-კოდიანი-თორი (3 დღე)
5. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში (3 დღე)

ასოციაციის წევრები

ვაჟა გელაშვილი

ლიკანი
სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული
ტელ: +995 595 116 343, +995 557 533 082
ელ-ფოსტა: vajaborjomski555@rambler.ru
ორგანიზებას უკეთებს საცხენოსნო და საფეხმავლო ექსკურსიებს. შეუძლია ასევე ორგანიზება გაუწიოს სამანქანო ტურებს. სტუმრებს, იმის მიხედვით თუ რას ანიჭებენ უპირატესობას, შეუძლიათ თავად დაგეგმონ ტურისტული მარშრუტი ან ისარგებლონ სტანდარტული შემოთავაზებებით. გთავაზობთ დახმარებას სასტუმროების მოძიებასა და ყველაზე კომფორტულ პირობებში დაბინავებას. ემსახურება ტურისტულ ჯგუფებს მაქსიმუმ ხუთკაციანი შემადგენლობით.

თენგო გოგოლაძე

ჭობისხევი
სამუშაო ენები: ქართული, რუსული
ტელ: (+995) 551 25 92 48
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი საცხენოსნო და საფეხმავლო ტურიზმში. ორგანიზებას უკეთებს ტურებს ზრდასრულებისა და ბავშვებისათვის. გარდა საცხენოსნო ტურებისა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, გთავაზობთ მარშრუტებს ეროვნული პარკის აღმოსავლეთით მდებარე კახისისა და ცეროს ტბებზე. მომსახურებაში შედის აგრეთვე დახმარება საოჯახო სასტუმროებში დაბინავებაში ან ტურისტის მოთხოვნის შესაბამისად დახმარება სასტუმროებისა და პენსიონატების მოძიებაში ბორჯომის ტერიტორიაზე.

დათო მაისურაძე

ქვაბისხევი
სამუშაო ენები: ქართული
ტელ: +995 557 231 722
გთავაზობთ საცხენოსნო ტურებს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში, #6 ნაკვალევის ბილიკზე და ქვაბისხევის ხეობაში, შესაძლებელია 1 დან რამდენიმე დღემდე საცხენოსნო ტურები სამეცხვარეოს მთაზე, ლომის მთაზე და მრავალი ისტორიული,საეკლესიო ძეგლების მონახულებას. გარდა ამისა ტურისტს საშუალება ეძლევა აირჩიოს მისთვის სასურველი ტურისტული მარშრუტი. მსურველებს შეასწავლის ცხენზე ჯირითს კავკასიურ სტილში. გარდა ამისა მომსახურებაში შედის ტურები კვადროციკლებით. აგრეთვე დააბინავებს კლიენტებს საკუთარ საოჯახო სასტუმროში.

ჯემალ გონგაძე

ლიკანი
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
ტელ: +995 595 188 461
მაღალკვალიფიციური, საცხენოსნო ტურიზმში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გიდი გეპატიჟებათ ტურებზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ტურები ხირციელდება შემდეგი მიმართულებებით: ლომის მთა, ამარათის მთა, მელრუკის მთა, სამეცხვარეო, რკინის ჯვრის მთა, მარელისი, სახვლარი, ნუნისი და ზანავი. გარდა ამისა შეასწავლის ჯირითს კავკასიურ სტილში. ვიზიტორებს ეხმარება დაბინავებაში და ემსახურება ავტომობილით.

გიორგი გელაშვილი

ლიკანი
სამუშაო ენები: ქართული
ტელ: +995 595 111 005
ქართულ ტრადიციებზე შეყვარებული საცხენოსნო ტურიზმის გიდი და პროფესიონალი მოცეკვავე. ორგანიზებას უკეთებს საცხენოსნო ტურებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ემსახურება ხუთკაციან ჯგუფებს. გთავაზობთ დახმარებას სასტუმროების მოძიებაში. სურვილის ქონის შემთხვევაში სტუმრებს შეასწავლის ქართულ ეროვნულ ცეკვებს.

ავთო გელაშვილი

ლიკანი
სამუშაო ენები: ქართული, რუსული
ტელ: +995 558 231 936
გთავაზობთ საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებს სხვადასხვა მიმართულებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. აგრეთვე გთავაზობთ კავკასიურ სტილში ჯირითის შესწავლას. ემსახურება მაქსიმუმ ხუთკაციან ჯგუფებს, დაგეხმარებათ სასტურმოს მოძიებასა და დაბინავებაში.

ტურის ფასი:

1 სთ - 25 ლარი
1 დღე - 60 ლარი