პარტნიორები

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. ეს არის პირველი ეროვნული პარკი კავკასიაში. პარკის ტერიტორია მოიცავს 85 047 ჰექტარს, რაც შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 1% მეტს. იგი არის ერთ-ერთი უდიდესი პარკი ევროპაში.

მთის ტყეების დიდი ფართობი შენარჩუნებულია აქ ხელუხლებელი და პირვანდელი სახით. ტყეებში და ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში გაშლილ სუბალპურ და ალპურ მდელოებზე გვხდება რიგი ენდემური და რელიქტური ფლორისა და გადაშენების პირას მყოფი ფაუნის სახეობები.

დღეისათვის ეროვნულ პარკში ოფიციალურად ფუნქციონირებს 11 ტურისტული მარშრუტი. ტრასების გასწვრივ განლაგებულია ტურისტული თავშესაფრები. პარკის შესასვლელში არის საპიკნიკე ადგილები და კემპინგები. აღნიშნული ტრასებით შესაძლებელია მოეწყოს ზღვის დონიდან 800 - 2,642 მ სიმაღლეებზე ერთ დღიანი ან ერთკვირიანი ტურები. ტრასების უმეტესობა ღიაა აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე. ტურისტს საშუალება აქვს აირჩიოს მარშრუტი მისი პირადი სურვილის და ასევე პროფესიული და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ეროვნული პარკი სთავაზობს სტუმრებს საფეხმავლო, საცხენო, სამთო ველოსიპედებითა და თოვლის ფეხსაცმლის გასეირნების ტურებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.apa.gov.ge

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომი პირველი კურორტია საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებს 1842 წლიდან. დღეს მას სტუმრობს მზარდი რაოდენობის ტურისტი, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი. ბორჯომში ინფრასტრუქტურა და ტურისტული შემოთავაზებები სწრაფად ვითარდება. ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული ღირშესანიშნაობაა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც PAN- Parks-ის ორგანიზაციის წევრია.

ადგილმდებარეობა და ტერიტორია: ბორჯომის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამხრეთ აღმოსავლეთ საქართველო, სამცხე ჯავახეთის რეგიონში. იგი მოიცავს 1198 კვ. კმს და განლაგებულია მცირე კავკასიონის ფერდობებზე, ზღვის დონიდან 800 - 1000 მეტრზე. მუნიციპაიტეტის მთავარი მდინარეა მტკვარი. რელიეფი მთაგორიანია, ტყე ფარავს ტერიტორიის 60 პროცენტს.
მუნიციპალიტეტი მოიცავს ათ კურორტს, მათ შორის - ბალნეო-კლიმატურ კურორტს ბორჯომში, ზამთრის სათხილამურო კურორტს ბაკურიანში და ზოგიერთი სხვა ბალნეოლოგიურ და კლიმატურ კურორტებს: ცემს, პატარა ცემს, წაღვერს, ლიბანს, ტბას, ახალდაბას, ციხისჯვარს, ჭითახევს.
საკურორტო ზონები: დაბა, დვირი, მზეთამზე, საკოჭავი, ტიმოთესუბანი, ჭობისხევი.
მოსახლეობა: ბორჯომში - 14,440 , მთელს მუნიციპალიტეტში - 32 340.
ბუნებრივი რესურსები: მუნიციპალიტეტის ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს სამკურნალო მინერალური წყლები და თერმული გოგირდოვანი წყაროები - რაც კარგად გამოიყენება ტურისტულ - ბალნეოლოგიური მიზნებისთვის; აგრეთვე წიწვოვანი ტყეები, მთის მდინარეები, ლამაზი ტბები, ნაკრძალები და ეროვნული პარკი.
ინფრასტრუქტურა: ბორჯომს და მის მახლობელ დასახლებულ პუნქტებში საკმაოდ განვითარებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა სასტუმროებით და საოჯახო სასტუმროებით, კაფეებით და რესტორნებით, სპა ცენტრებით, გასართობი პარკით, მუზეუმით.