პროექტ 208/2013 "საცხენოსნო ტურიზმის განვითარება და ლოკალური პარტნიორობის ქსელების აღმშენებლობა საქართველოში, ბორჯომის მიმდებარე სოფლებში", მიზანი იყო პირველ რიგში, საცხენოსნო ტურიზმის მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში, სადაც მოსახლეები ჯერჯერობით სთავაზობდნენ საცხენოსნო ტურიზმის მომსახურების დაბალ დონეს.

ამ მიზნისთვის, ყველა მონაწილეს გადაეცათ ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი უნაგირი და საქმიანობის უკეთესი ხარისხით წარმართვისთვის სხვა აუცილებელი აღჭურვილობა. მათ ასევე გაიარეს რიგი პროფესიული გადამზადების ტრეინინგები. უნაგირები დაამზადა პოლონელი მეუნაგირის მიერ გაწვრთნილმა ქართველმა ხელოსნმა. პროექტის შედეგია ბორჯომის რაიონში ტურისტული მომსახურების ბაზარზე 12 კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ცხენების მფლობელის გამოჩენა, რომელთა განკარგულებშია პოლონელი ექსპერტების მიერ შერჩეული დაახლოებით 20 - 30 ცხოველი. ტრენინგის უშუალო შედეგია ასევე მონაწილეების მეწარმეობის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარების ამაღლება და ასევე მათ მიერ წარმათული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ზრდა.

2013 წლის 1 აპრილიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში, პროექტის მონაწილე ცხენების მფლობელებს 18 დღის განმავლობაში ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის თეორიული და პრაქტიკული მომზადების კურსი საქმიანობის ორგანიზების, საცხენოსნო ტურისტიკასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზაციის, მეურნეობის, ცხენების ჯანმრთელობისა და კვების პროცედურების და ასევე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებისა და შენახვის სფეროებში. 2013 წლის ივნისში, მონაწილეთა ნახევარმა მიიღო ასევე მონაწილეობა 7 დღიან სასწავლო ვიზიტში პოლონეთში. ლუტოვისკას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონაწილეები უშუალოდ გაეცნენ საცხენოსნო ტურიზმის ორგანიზებაში დახელოვნებულ ორ აგროტურისტული მეურნეობების გამოცდილებას. როგორც პროექტის მონაწილეებმა ასევე პოლონეთში მოწვეულმა ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი წარმომადგენლებმა მოინახულეს ლუტოვისკას გმინის მერია და ბეშჩადების ეროვნული პარკის ჰუცულური ჯიშის ცხენების ფერმა, სადაც კონკრეტულად გაეცნენ მათ ფუნქციონირებას.

ჯგუფის მონაწილეებმა დაარსეს საქართველოში პირველი ცხენების მომშენებელთა ასოციაცია, რომელიც იზრუნებს საცხენოსნო ტურიზმის მომსახურებების სათანადო დონის შენარჩუნებაზე. პროექტის ნაწილი დაეთმო ასევე მხარდაჭერის მექანიზმების გამომუშავებასა და ცხენების მომშენებლებსა და ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობის შორის თანამშრომლობის გაფორმებას. ასევე თანამშრომლობის გაფორმებას ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და ლუტოვისკას გმინას შორის.