ასოციაცია „Horse Tours Georgia”

ასოციაცია „Horse Tours Georgia” შეიქმნა „საცხენოსნო ტურიზმის განვითარება და ლოკალური პარტნიორობის ქსელების აღმშენებლობა საქართველოში, ბორჯომის მიმდებარე სოფლებში“-პროექტის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2013 წლის პოლონეთის დახმარების პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მიზანი იყო საცხენოსნო ტურიზმის მომსახურების დონის ამაღლება ბორჯომის რაიონში. პროქტის მონაწილეები-ასოციაციის წევრები უამრავ მსურველთა შორის შერჩეულ იქნენ უმაღლესი კლასის პოლონელი სპეციალისტების მიერ, რომელთაც გააჩნიათ საცხენოსნო ტურიზმში გამოყენებად ცხენებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ასოციაციის ყველა წევრმა 2013 წელს გაიარა საერთო ჯამში18 დღიანი მომზადების კურსი ტურიზმში ცხენების გამოყენების, საცხენოსნო ტურების ორგანიზების დროს უსაფრთხოების წესების, სათანადო აღჭურვილობის გამოყენებისა და მთებსა და დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მარშრუტებით მოძრაობის წესების სფეროში. ასოციაციის წევრთა ნახევარი ასევე გაემგზავრა პოლონეთში სასწავლო ვიზიტით, სადაც უშუალოდ გაეცნო სამთო-საცხენოსნო ტურიზმის ევროპულ სტანდარტებს.